საქართველოს დღეს, 13 სექტემბერს ვიზიტად ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ეს არის გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტი ქვეყანაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებეულ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლბების განმტკიცების თვალსაზრისით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.