ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მიმდინარეობს
13-09-2018, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებზე.

 

 

ფორუმი დღეს გაიხსნა და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პატრონაჟით იმართება. სწორედ პრემიერმა გახსნა დღევანდელი ფორუმი. ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწევენ.

 

 

ფორუმში 53 სახელმწიფოდან 400-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი.

 

 

ფორუმის მთავარი თემა იქნება საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც 2020 წლიდან განხორციელდება.

 

 

დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე მემორანდუმს, მათ შორის მეზღვაურთა დასაქმების მიზნით მეზღვაურთა სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების მემორანდუმს გერმანიასა და ხორვატიასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს ამ ქვეყნების გემებზე დასაქმების საშუალებას მისცემს.

 

 

ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმისა და შანხაის საზღვაო აკადემიებს შორის, ასევე სხვა შეთანხმებებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი