სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
13-09-2018, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

 

 

ადიგენში, ამ ეტაპზე, ცენტრალური გზის საყრდენი რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობა, ასევე, ადიგენი-უდე-არალის შიდასახელმწიფოებრივი გზიდან, სოფელ გორგულიდან შოშხოთის მიმართულებით 2.534 კმ გზის აღდგენა და არხზე გადასასვლელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდის მოწყობა მიმდინარეობს. 

 

 

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე არხები, მილ-ხიდები, გაბიონები. ხიდების მოწყობა მოხდება რკინა-ბეტონის სწორკუთხა მილებით. პროექტი 2017 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება, განხორციელებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 913,994 ლარი გამოიყო.

 

 

ხელმძღვანელმა პირებმა ასევე, ადგილზე დაათვალიერეს ავარიულ მდგომარეობაში არსებული კულტურის სახლი, რომლის დემონტაჟის შემდეგ, ახალი კულტურის სახლის აშენება იგეგმება.

 

 

ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებასთან ერთად,  მხარის გუბერნატორმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ სამომავლო პროექტებზეც იმსჯელეს.

 

 

ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი