ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
13-09-2018, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის დირექტორს, იგნაციო კასის შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

 

„ირაკლი კობახიძემ იგნაციო კასის შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შვეიცარია, როგორც მოდერატორი ქვეყანა ასრულებს.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ იგნაციო კასის საკონსტიტუციო და დეცენტრალიზაციის რეფორმა გააცნო.

 

 

მხარეებმა საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელობაზე", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი