ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანს შეხვდა
13-09-2018, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

 


ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ქვეყნის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან გამართა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა დუალური პროფესიული განათლების მეთოდოლოგია და მისი საქართველოში დანერგვა იყო.

 

 

განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შვეიცარიის კონფედერაციის დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკა და მომზადების სისტემა გააცნო.

 

 

ხაზგასმით აღინიშნა დუალური განათლების მოდელის მნიშვნელობა ეკონომიკური და სხვადასხვა პროფესიული დარგის განვითარებისთვის.

 

 

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

„შვეიცარია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა დუალური განათლების მხრივ. აქედან გამომდინარე, შვეიცარიული მოდელის გამოყენება საქართველოში იქნება ძალიან საინტერესო იმის გათვალისწინებით, რომ განათლება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ შევხვდით განათლების სახელმწიფო მდივანს, რომელიც კურირებს განათლების სისტემას შვეიცარიის კონფედერაციაში და მისგან მივიღეთ ძალიან ამომწურავი ინფორმაცია იმაზე, თუ რა სიკეთეები აქვს დუალურ განათლებას და ასევე, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა დუალური განათლების ახალი სისტემის დანერგვის პროცესში. შვეიცარიულმა მხარემ აღგვითქვა დახმარება როგორც რეკომენდაციების სახით, ასევე ექსპერტების სახით. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელიც გადავდგით დღევანდელი შეხვედრის შემდეგ და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით შვეიცარიასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი