კახა კალაძე: მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვიღაცას ეყოფოდა უტიფრობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომპანიისთვის - „გოლდმან საქსისთვის“ ცილისწამება ეკადრებინა
13-09-2018, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საინვესტიციო ბანკ „გოლდმან საქსის“ საქმიანობას გამოეხმაურა.

 

 

„საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ალბათ, ყველას გსმენიათ საინვესტიციო ბანკი „გოლდმან საქსი“, იცით თუ რამხელა ინვესტიციებს ახორციელებს, ტრილიონის ინვესტიციები აქვს განხორციელებული ამ საინვესტიციო ბანკს და ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად, Apple, Yahoo, Microsoft, Uber - ამ კომპანიების აქციებს, ჩამონათვალი ძალიან ბევრია. გუშინ მოვისმინეთ, რომ ეს საინვესტიციო ბანკი ლობირებს ნარკობიზნესს. და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ეს საინვესტიციო ბანკი, ბიძინა ივანიშვილი ლობირებს ნარკობიზნესსო, რაც, რა თქმა უნდა, ნამდვილად სასაცილოა და ალბათ, მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ვიღაცას ეყოფოდა უტიფრობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კომპანიისთვის - „გოლდმან საქსისთვის“ ასეთი სიუჟეტი და ასეთი ცილისწამება ეკადრებინა. თუმცა, რას ვიზამთ, საქართველოში გვყავს ისეთი ტელეკომპანია, რომელიც ყველაფერს კადრულობს. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი არის საზოგადოების განწყობა და ხალხის დამოკიდებულება. სწორედ საზოგადოებამ და ხალხმა გადაწყვიტა 2012 წელს მათთვის მიენიჭებინა ის ადგილი, სადაც დღეს არიან და საზოგადოებას ნამდვილად ვერავინ მოატყუებს და ვერავინ შეიყვანს შეცდომაში“, განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი