„ქართულ ოცნებაში“ მარიხუანის კულტივაცია და მისი ექსპორტი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა
13-09-2018, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ გუნდში და საპარალამენტო უმრავლესობაში მარიხუანის კულტივაციის და მისი ექსპორტის კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

 

 

დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ მედიცინის თვალსაზრისით, კანაფზე დამზადებული, რომელიმე  პრეპარატის ეფექტურობა დადასტურებული არ არის და რატომ არის საჭირო ამხელა პროექტის დაწყება, მისთვის გაუგებარია და მოყვანილი არგუმენტებიც მწირია. წიკლაურის თქმით, იგივე პოზიციაზე არიან უმრავლესობის წევრების უმრავლესობა.

 

 

„არც ერთი, მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციის მიერ კანაფზე  დამზადებული, რომელიმე პრეპარატების ეფექტურობა, სამედიცონო თვალსაზრისით, დადასტურებული არ არის. მაშინ რატომ უნდა წამოვიწყოთ ამხელა პროექტი თუ შემდეგში მისი გასაღება არ მოხდება. მართალი გითხრათ, არგუმენტი ბევრი ვერ მოვისმინე თქვეს, რომ რომელიღაც ქვეყანებში არის და ექსპერიმენტულ დონეზე გამოიყენება ეს პრეპარატები. ვფიქრობ, რომ უმრავლესობის წევრების უმრავლესობა ჩემს აზრს იზიარებს“, განაცხადა მირიან წიკლაურმა.

 

 

მხარდამჭერების და ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლების დაკარგვაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი რომან კაკულია მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობა ამ ნაბიჯს პოზიტიურად არ შეაფასებს და ეს გადაწვეტილება შეიძლება „ქართული ოცნებისთვის“ მართვის სადავეების დაკარგვის ტოლფასი გახდეს. კაკულია ამას არა სწორედ მიიჩნევს და მის თანაგუნდელებს უკვე არსებული ნაწარმის გაყიდვას სთავაზობს საზღვარგარეთ.

 

 

„ცოტა ეჭვი მეპარება, რომ საზოგადეობის დიდი ნაწილი ამ ნაბიჯს პოზიტიურად აფასებდეს და ეს ხომ არ დაგვაკარგვინებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგვჭირდება.

 

 

ის ნაწარმი ჯობია, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ ის იყოს გაყიდვაში, თუნდაც დარეგულირებული და ახლა ამ ყველაფერს მეტი ახსნა-განმარტება სჭირდება. უნდა იცოდე, რომ ახლა ვერ გაგიგებენ და 20 წლის შემდეგ დაგაფასებენ, მაგრამ  შეეწირები  ამას და  მიდიხარ, თუ ეს იდეა არის ამ გადაწყვეტილების ტოლფასია. ჩემთვის პირადად ესე არ არის“, განაცხადა რომან კაკულიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი