ნინო წილოსანი: არსებული გამოწვევები ნამდვილად ითხოვს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში
13-09-2018, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა მძაფრი აგრესიის გამოხატულებაა. ეს არის თბილისის მერის მხრიდან სწორად დანახული პრობლემა და ინიციატივა, რომელსაც მივესალმები, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი.

 


„დღეს არსებული გამოწვევები ნამდვილად ითხოვს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე. არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში კი, დადგება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა მძაფრი აგრესიის გამოხატულებაა და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ პირი, რომელიც ცხოველს ზიანს აყენებს, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვისაც", ამბობს წილოსანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი