ნინო ბურჯანაძე: ჩემი დამსახურებით მოხდა „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენა, სააკაშვილის და ბოკერიას წინააღმდეგობის მიუხედავად
13-09-2018, 14:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენაში, მას დიდი წვლილი მიუძღვის მისივე თქმით, სააკაშვილს და ბოკერიას არ სურდათ „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენა, თუმცა მისმა განცხადებამ და ჟურნალისტებთან კონტაქტმა დიდი როლი ითამაშა მაუწყებლობის აღდგენაში. ბურჯანაძე ასევე, ამბობს რომ სწორედ „იმედში“ ოპოზიციური ნიშის დაკარგვამ დააჩქარა სააკაშვილის ხელისუფლების ნგრევა.

 

 

„დღეს ვეღარ იტყვიან ხელისუფლებაში მყოფი ვერც ერთი ადამიანი, რომ ვერ გაერკვა რა სქემით ხდება ტელევიზიების წართმევა, რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას „იბერიაზე“ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ იყო მწვავე რეაქცია, რაც შეეხება „იმედს“, მასთან დაკავშირებით მწვავე იყო საერთაშორისო მეგობრობის რეაქცია და მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე ერთადერთი ადამიანი ვარ იმ ხელისუფლებიდან, რომელსაც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ მე ყველაფერი გავაკეთე „იმედის“ დასაცავად, ყველაფერი გავაკეთე მის გადასარჩენად, ჩემი დამსახურებით მოხდა „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენა, იმიტომ რომ ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყვენენ ბოკერია და სააკაშვილი, მიუხედავად კონდოლიზა რაისის ორი ზარისა, რომ ჩაერთოთ „იმედი“.

 

 

მე გამოვედი და ძალიან უცნაური კონფერენცია ჩავატარე, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, ძალიან ბევრმა ვერ გაიგო და კითხულობდნენ კიდეც, მე წავიკითხე გრაფიკი მეორე დღეს პროკურატურას რა უნდა ექნა, 10 საათზე რა გადაწვეტილება უნდა მიეღოთ, გახსოვთ თქვენ ეს ხომ,  გამოვიყენე ეს. ვიცოდი, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდნენ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან ღია ბრიფინგის ჩატარება, სადაც კითხულობს საათობით თუ რა უნდა გაეკეთებინათ პროკურატურაში, ამის გამო ისინი იძულებული გახდნენ, რომ ტელევიზია გაეხსნათ, მეტსაც გეტყვით, მე პირადად მქონდა არაერთ ჟურნალისტთან საუბარი, რომლიც მეკითხებოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ და ყველა მათგანს ვთხოვდი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ხელისუფლების პოზიცია, ზოგზე ზეწოლა იყო, ზოგს ფულს უხდიდნენ, ზოგს რაღაცა სხვათი აშინებდნენ, ყველას ვეუბნებოდი, რომ არ დატოვოთ „იმედი“.

 

 

ტელეკომპანია „იმედთან“  მიმართებაში მე აბსოლუტურად პირნათელი ვარ, რომ არ დაიხურა, მაგრამ მან დაკარგა ის ოპოზიციური ნიშა და რაც მას ჰქონდა, ამან სხვათა შორის, დააჩქარა სააკაშვილის ხელისუფლების წაქცევა, იმიტომ რომ როცა შენ გყავს ოპონენტი, თუნდაც არ იყოს ეს ოპონენტი ობიექტური, შენ მაინც მობილიზებული ხარ და როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ დაინახა, რომ ყველაფერი უკვე მის ხელში იყო, დაიწყო კიდეც მისი ხელისუფლების ნგრევა“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი