„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა საკმარისი არ არის.
ზოდელავა აცხადებს, რომ გოგია ჩაფლული იყო კორუფციულ მაქინაციებში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორთან, ლევან შონიასთან ერთად.
„ყველა ჩინოვნიკი, ფაქტობრივად, ჩართულია უმძიმეს კორუფციულ ამბებში. ეს არის გოგია, გულორდავა, ყოფილი გუბერნატორი შონია და ასევე სხვა პირებიც. შეუძლებელია ამხელა კორუფციული მაქინაციები ტარდებოდეს სამი და ოთხი ჩინოვნიკის მეშვეობით. უმძიმეს ფაქტებთან გვაქვს ჩვენ საქმე. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მხოლოდ გადადგომა აქ არაფერს არ შველის, ცხადია", უთხრა ზოდელავამ ჟურნალისტებს.
მედიაში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ლაშა გოგიას ერთ-ერთი ბიზნესმენი კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ფარული ჩანაწერით ირკვევა, რომ ჩინოვნიკებს თანხა ბიზნესმენმა კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდების სურვილით გადაიხადა, თუმცა, თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.