ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა
13-09-2018, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საინჟინრო ქვედანაყოფების სიტუაციური სწავლება“ ვაზიანის მე-5 პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნით დღეს დასრულდა. ორკვირიან წვრთნაში საინჟინრო ბრიგადის მესანგრეთა ბატალიონი, ქიმიური ოცეული და EOD-ის ჯგუფები, ასევე IV მექანიზებული ბრიგადის ასეული და სატანკო ოცეული მონაწილეობდა. საინჟინრო ქვედანაყოფის ვითარებაზე ორიენტირებული წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ქვედანაყოფების მომზადება, თავდაცვის და შეტევითი ოპერაციების საინჟინრო მხრდაჭერა, ასევე ზურგის რაიონის საინჟინრო მხარდაჭერა წარმოადგენდა.

 

 

დასკვნით სწავლებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრნენ.

 

 

მექანიზებულმა ასეულმა და საინჟინრო ქვედანაყოფებმა სიმულაციური ობიექტების დაცვა განახორციელეს. მათ ბრძოლაში ჩართვის რაიონში მოწყობილი სხვადასხვა ტიპის საინჟინრო ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ. სამხედრო ინჟინრებმა სიმულაციური დაბრკოლებების შემცირება მოახდინეს, შემდეგ კი, ობიექტზე შეტევა განახორციელეს. გათამაშდა EOD-ის ოპერაცია და აუფეთქებელი საბრძოლო მასალების გაუნებელყოფა. ქიმიურმა ოცეულმა ქიმიური იარაღის შედეგად დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდაც უზრუნველყო. სწავლებაში გამოყენებული იყო საინჟინრო ტექნიკა.

 

 

ორკვირიანი სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები ურთიერთშეთანხმებით კოორდინირებულად მოქმედებდნენ და საინჟინრო დაბრკოლებების მოწყობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევები დახვეწეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი