საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერთან შეხვედრა გამართა.
„მხარეებმა განიხილეს ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გზით მოგვარების პროცესზე, ამ მიმართულებით ეუთოს ჩართულობის და როლის გაზრდაზე.
მხარეებმა დააფიქსირეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატების მხარდაჭერა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული მხარის აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან. განსაკუთრებით აღინიშნა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ჩართულობა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. ხაზი გაესვა ODIHR-ის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას", აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.