ირაკლი კობახიძე: „ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადება არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი"
13-09-2018, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ევროკავშირის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტში იმ საკითხის ასახვა, რაც არის დაკავშირებული არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, განცხადებაში სწორედ ის საკითხებია ასახული, რაც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში და მკაფიო მითითებებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთის ფედერაციამ.

 

 

„არის ძალიან მკაფიო მითითებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთის ფედერაციამ. საუბარია, ერთ შემთხვევაში, გამოძიებაზე, მეორე შემთხვევაში, სამართლის აღსრულებაზე. ეს არის ზუსტად ის საკითხები, რომელიც ჩვენ ჩვენს საპარლამენტო რეზოლუციაში ავსახეთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი რეზოლუციის ეს ჩანაწერები უკვე ევროპულ დოკუმენტში აისახა“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი