საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბის და ჰიმნის საკითხი ერთი კანონით დარეგულირდება. ამ მიზნით, შემუშავდა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და რომელიც თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენის მიზეზი საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებია, აღნიშნა გიორგი კახიანმა საკითხის გამოტანისას.
„ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, როგორც სახელმწიფო სიმბოლოები, დადგენილია ორგანული კანონით და მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის დადგენილი წესით. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის გაერთიანება ხდება ერთ ორგანულ კანონში „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“, რომელიც დაადგენს სახელმწიფო სიმბოლოების აღწერილობას“, განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამ კანონპროექტის მიღების პარალელურად, ძალადაკარგულად გამოცხადდება მოქმედი კანონები „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“, ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“.
საქართველოს სახელწიფო გერბის დროშისა და ჰიმნის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესებთან დაკავშირებული რეგულაციები კი განისაზღვრება ცალკე საკანონმდებლო აქტით, კერძოდ, კანონით „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, რომლიც წარმოდგენილია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად, ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.