ფოთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა
13-09-2018, 16:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფოთში 5 სექტემბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ დაადასტურა.

 

 

„მამაკაცი გადმოყვანილ იქნა ფოთის კლინიკიდან კატასტროფის სამსახურის მიერ, დიაგნოზით – დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებით, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული სისხლჩაქცევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, მარჯვენა წინამრის ფრაგმენტული მოტეხილობა. ავადმყოფს ჩაუტარდა ტრეპანაცია, პლევრის ღრუს დრენირება, წინამხრის ამპუტაცია. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და 12:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, განაცხადა სულხან ორჟონიამ.

 

 

ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება 5 სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთი ქუთაისში გადაიყვანეს. მეორე საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. მესამე დაშავებული კი, რომელიც ზუგდიდში იყო გადაყვანილი, დღეს გარდაიცვალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი