მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „გოლდმან საქსის“ აქციებით ვაჭრობენ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და მათი შეძენა თავისუფლად შეუძლია ყველას. „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობენ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები, ამერიკის საპენსიო ფონდების ჩათვლით. შესაბამისად, თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ეს უკანონობაა, მაშინ გამოდის, რომ მთელი მსოფლიო უკანონოდ ფლობს „გოლდმან საქსის“ აქციებს“ და ეს აქციები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო დაშვებული სავაჭროდ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე", აცხადებს საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი.
ფარესიშვილის თქმით, მას „გოლდმან საქსის“ მარიხუანას ბიზნესთან კავშირის შესახებ პირველად ესმის. მისი თქმით, აღნიშნული კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა და ინვესტიციები, ასევე რჩევების მიცემა კლიენტებისთვის, თუ სად, როდის და რა ფასად გამოუშვან თავიანთი ფასიანი ქაღალდები, ან რაში განათავსონ თავიანთი ინვესტიციები.
გიორგი ფარესიშვილის თქმით, რომელიმე კომპანიის აქციების ფლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აქციის მფლობელი მართავს ამ კომპანიას ან რაიმე ზეგავლენა აქვს მის საქმიანობაზე.
„იმისათვის, რომ ეს გავლენა არსებობდეს, როგორც წესი, საჭიროა, კომპანიაში მნიშვნელოვანი (10% და მეტი) წილის ფლობა. თუ საუბარია „გოლდმან საქსის“ 251,000 აქციის ფლობაზე, 2013 წელს ეს წარმოადგენდა „გოლდმან საქსის“ მთლიანი გამოშვებული (განთავსებული) აქციების მხოლოდ 0.06%-ს, რაც ძალიან უმნიშვნელო წილია", ამბობს ფარესიშვილი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული გეგმის ნაწილია, რომელმაც ოლიგარქს მილიარდები უნდა მოუტანოს“. რაც შეეხება „გოლდმან საქსისა“ კავშირს ყოფილ პრემიერთან, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.