„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ავტომანქანების პარკირების საკითხი თბილისის მაცხოვრებლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა და სასიხარულოა, რომ თბილისის მერია ამ საკითხის მოწესრიგებას უკვე დაიწყებს.
„სასიხარულოა, რომ თბილისის მერია იმ საკითხის მოწესრიგებას შეუდგა, რომელიც ერთი შეხევდით, თითქოს მოუგვარებელ პრობლემას გავდა. ქალაქში პარკირების სისტემის გაუმჯობესებით ყველა მაცხოვრებელია დაინტერესებული და ის ინიციატივა, რომელსაც თბილისის მერია მალე პარლამენტს წარუდგენს განსახილველად, ყველა ჩვენგანისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ზონალური პარკირების სისტემა, რაც სრულიადსიახლე იქნება ქალაქისთვის, გაადვილებს და კომფორტულს გახდის, როგორც მანქანით ასევე, ფეხით მოსიარულეების გადაადგილებას. ასევე, მნიშვნელოვნად განტვირთავს და მოაწესრიგებს მოძრაობას ქალაქის ქუჩებში. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პარკირების ადგილები ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ვფიქრობ, აქ ორი აზრი არ არის. კერძო პირების მიერთვითნებურად, პირადი მიზნებისთვის შემოსაზღვრული ტერიტორიები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით თბილისის სხვადასხვა უბნებში, უნდა გაიხსნას და ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი“, განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.