ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, მთავარი სერჟანტის თანამდებობის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. მესამე ქვეითი ბრიგადის ყოფილმა მთავარმა სერჟანტმა ავთანდილ ახვლედიანმა ახალ სერჟანტს, მასტერ სერჟანტ თორნიკე თვარაძეს ლიცეუმის დროშა საზეიმოდ გადასცა.
საზეიმო ცერემონიალზე მესამე ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულ ძალებში სერჟანტის როლზე გაამახვილა ყურადღება.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, ქვედანაყოფების მეთაურები, სერჟანტები და მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.