თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 20 მილიონ ლარამდეა მობილიზებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 ივნისის 12:00 საათის მდგომარეობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე მობილიზებულია 19 858 764 ლარი, 242 968 დოლარი და 18 612 ევრო.
13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.