კახა კალაძე: მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს კანონს მიღმა რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს
13-09-2018, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე, ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის გადადგომას და მათ მიმართ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. კალაძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავრი არის კანონი და ვინც კანონის ჩარჩოებს გასცდება ის მკაცრად დაისჯება.

 

 

„ძალიან სამწუხაროა, როცა ჩნდება გარკვეული კითხვები და არსებობს ასევე აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ. ის გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო არის სწორი. არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს ისეთი არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის პირადად, ჩვენი გუნდისთვის.

 

 

ჩვენი გუნდისთვის მთავარის არის ის, რომ კანონი იყოს პირველ რიგში, ვიყოთ გამჭირვალეები, ღია ყველასთვის. ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება. არავის არ ეპატიება, რომ კანონს მიღმა, რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს,რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი