ბიძინა ივანიშვილის მიერ „გოლდმენ საქსში“ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე ეხმაურება. მისი განცხადებით, რეალურად ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს ფლობდა არა „გოლდმან საქსის“ აქციებს, არამედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდის აქციებს. ამ ფონდში შედიოდა ამერიკის ინდუსტრიის ისეთი საუკეთესო სახელები, როგორიცაა „ეფლი“, „მაიკროსოფტი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“, „ჯპ მორგანი“, „პფაიზერი“, „ბენქ ოფ ამერიკა“, „შევრონი“ და ა.შ.
„რაც შეეხება თვითონ „ გოლდმან საქსის“ ფუნქციას ამ ყველაფერში, 2018 წელს ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიამ „ქონსთელეიშენ ბრენდმა“ იყიდა 38%-იანი წილი სხვა კომპანიაში. მისი სახელწოდებაა „ქანაფი გროუსი“ და „გოლდმან საქსი“ ამ გარიგებაში გამოდიოდა მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლის როლში. მყიდველმა კომპანიამ დაიქირავა „გოლდმან საქსი“ როგორც მრჩეველი ამ ტრანზაქციის განხორციელებაში. „ქენეფი გროუსი“ დაკავებულია კანაფის მოყვანით იმ შტატში, სადაც ლეგალურად არის სამედიცინო თვალსაზრისით მარიხუნას წარმოება და ექსპორტი დაშვებული. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ „გოლდან საქსის“ როლზე ამ სქემაში, ის გამოდის ამ გარიგების არა დამფინანსებელი, არამედ ამ გარიგების ფინანსური მრჩეველი, ასეთი კი ამერიკულ მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკისა და უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატის „გოლმან საქსის“ აქტივებში მრავლადაა. ეს აბსოლტურად სხვა რამეა, ვიდრე საერთოდ მინიმალური ოდენობის აქციების ფლობაც კი „გოლდმან საქსში“, აცხადებს კომერციული ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.