საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ქუთაისის შემდეგ, ზურაბიშვილი ვანის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრისას განაცხადა, რომ კახეთის რეგიონის მსგავსად საქართველოს სხვა რეგიონებსაც უნდა ჰქონდეს საქმე, რომელზეც იმუშავებს და ვანისთვის ეს არის ბალნეოლოგიური და სახალხო მედიცინა.
„მე მკლავს ის უიმედობა, რომელიც იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გვეშველოს. ის, რაც გაკეთდა კახეთში არის სასწაული მეღვინეობის თვალსაზრისით. კახეთში ბრუნდებიან ახალგაზრდები და ეს არის მაგალითი, რომ შეიძლება გვეშველოს. დასავლეთის რეგიონისთვის კი მთავარი ამოსავალი არის მითოლოგიიდან წამოსული მედეა. ეს არის მედიცინა, ბალახები, ბალნეოლოგიური და სახალხო მედიცინა. ჩვენი ქალბატონები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ, კარგად აკეთებენ თავიანთ საქმეს და აქ არის არაჩვეულებრივი პოტენციალი. აქ არის კურორტი სულორი, რომელიც არის ვანში. ეს არის მაგალითი, თუ რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ფუნქცია, როდესაც ამბობენ, რომ უფუნქციო იქნება პრეზიდენტი. უამრავი საქმეა ქვეყანაში საკეთებელი“, განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.