ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას - „იბერიას“ ჟურნალისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ
13-09-2018, 19:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. ჟურნალისტების სახელით განცხადება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა გააცნო საზოგადოებას.

 

 

ხუზმიაშვილი ჟურნალისტების სახელით ამბობს, რომ „იბერიაში“ შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა და ტელეკომპანიის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო ისინი პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას ვეღარ ახერხებენ.

 

 

„იბერიას“ თანამშრომლების თქმით, ხელისუფლება „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლას ტელეკომპანიის დახურვის მიზნით ახორციელებს. ჟურნალისტები ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

 

 

„ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. ამის მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი კრიზისია. ჟურნალისტები ვერ ვახერხებთ ჩვენზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას. ტელევიზიას გადაკეტილი აქვს დაფინანსების მთავარი წყარო. რეალურად, არსებობს არხის დახურვის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა ხორციელდება სწორედ ტელეკომპანიის დახურვის მიზნით. გვაქვს პროფესიული პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლისა და ქვეყნის წინაშე, რომ ჯეროვნად, დაბალანსებულად და ობიექტურად გავაშუქოთ ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანია. იმის მაგივრად, რომ ვასრულებდეთ ჩვენს პირდაპირ მოვალეობას, ვახდენდეთ მაყურებლის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გადასულები ვართ თავდაცვის რეჟიმზე - გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა ქუჩის აქციებით, შეხვედრებით და ხელისუფლების მიერ იმ ხელოვნურად შექმნილი მოვლენების გაშუქებით, რომელიც არხის დახურვისკენ არის მიმართული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ზემოთ ხსენებული გარემოება, გაუხსნან გზა „ომეგა ჯგუფს“ და მოხდეს შეთანხმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რათა არხს მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ ტელევიზიის მუშაობის გასაგრძელებლად. ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქვეყნის ხელისუფლებას“,  ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი