ბექა ოდიშარია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებულ ინიციატივებს გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო და მხარი დავუჭირო ქალაქის მერის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს, მათ შორის, უკანონო პარკირებასთან დაკავშირებით.
მე, როგორც ძველი თბილისის მაჟორიტარს, კარგად მესმის რამდენად მტკივნეულია აღნიშნული პრობლემა.
ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, არაშესაფერისად სარგებლობენ მკაცრი რეგულაციების არარსებობით.
ერთნი სარეკლამოდ იყენებენ გაჩერებულ ავტომანქანებს, რაც კანონით უნდა ცალკე იბეგრებოდეს, ხოლო მეორენი კი, თვითნებურად იღობავენ მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს საკუთარი მატერიალური გამორჩენის მიზნით და ამ გზით ზღუდავენ სხვათა კანონიერ უფლებას თავისუფლად გადაადგილდნენ და ისარგებლონ კანონიერი უფლებით მოახდინონ ავტონომანქანების პარკირება.
რაც შეეხება უმწეო ცხოველებზე ზრუნვას, აქაც ვფიქრობ პარლამენტმა სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ამ ინიციატივას. ცივილიზებულობა მხოლოდ დანა-ჩანგლით ჭამა და საკუთარ ახლობლებზე ზრუნვა როდია, ის გულისხმობს ბუნებისა და გარემოსადმი ფაქიზ დამოკიდებულებას და მათ შორის, ცხოველებისადმი და თუ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ზოგიერთი მოქალაქე ვერ ითავისებს ამას, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ მკაცრი რეგულაციებით არაჰუმანური ქცევის წესის შეცვლაში", აცხადებს ოდიშარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.