სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია: ბევრი ვითმინე... მჯიჯგნიდნენ, პირდაპირ გეტყვით - ოჯახს ეხებოდნენ და ეს იმის გამო, რომ კანონი არანაირად ჩინოსანს არ იცავს
14-09-2018, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ლევან შონიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ლიდერების, მურთაზ ზოდელავას და ანი წითლიძის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი „იმ ცილისწამებისთვის“, რასაც ისინი მის მიმართ ავრცელებდნენ და სასამართლოს სამართლიან განაჩენს ელოდება.

 


„კონტრაბანდის საქმეზე“ მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის შესაძლო დაყენების თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ლევან შონიამ GUARDIAN.GE-ის განუცხადა, რომ მას სამი წელი „ჯიჯგნიდნენ“ იმის გამო, რომ „კანონი არანაირად ჩინოსანს არ იცავს“.

 


„მე ზოდელავას, წითლიძის და ა.შ. შემთხვევაში, ბევრი ვითმინე ასეთი ცილისწამება. „ქარხნები აფხაზეთში“ და ა.შ. ჯერ ერთი ჩემი ბიოგრაფია კარგად რომ შეისწავლონ, ნახავდნენ მანდ, რომ მე აფხაზეთში ისედაც არ შემესვლება - მე იქ ბევრი რამე დავკარგე - მშობელი, ძმა და ა.შ. სამი წელი მჯიჯგნიდნენ, პირდაპირ გეტყვით - ოჯახს ეხებოდნენ, ჩემს წასულ მშობელს ეხენოდნენ. ეს იმის გამო, რომ კანონი არანაირად ჩინოსანს არ იცავს. ენას ძვალი არ აქვსო და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო. მე სასამართლოში შეტანილი მაქვს ზოდელავას და წითლიძის მიმართ, ყველა იმ ცილისწამებაზე საჩივარი, აგერ არის სასამართლო და დაადგენს“, განაცხადა შონიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი