რა დაპირებების შესრულება შეძლო ერთ წელიწადში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა
25-06-2015, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ჯანიკაშვილი თვლის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ წელიწადში შეასრულა და მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ადგილობრივი ხელისუფლება ყველა დარჩენილი პროექტის განხორციელებას შეეცდება.


გამგებელი ამბობს, რომ  2014 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგებასა და გაზიფიცირებას დაჰპირდა და არჩევიდან უკვე ერთ წელიწადში, უფრო ზუსტად, 2014 წელს, მუნიციპალიტეტში 5 ჭაბურღილი გაკეთდა,  წელს კი დამატებით კიდევ ცხრა ჭაბურღილის და ერთი სათავე-ნაგებობის გაკეთება იგეგმება, რათა, მისი თქმით, ამ ეტაპზე სასმელ წყალზე, მომავალში კი სარწყავ წყალზეც, პრობლემა მთლიანად მოიხსნას.


"რაც შეეხება გაზიფიცირებას, ეს პროცესი უკვე დამთავრდა სოფელ მაღაროში. ამ მომენტისთვის გაზიფიცირება მიმდინარეობს ვაქირში, ნუკრიანში, მაშნაარში, რაც სულ მალე დასრულდება. სოფელ ანაგაში და ძვ. ანაგაში მოსახლეობის 70% -ს გაზი არ ჰქონდა. წელს ამ სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაც დამთავრდება," - აცხადებს დავით ჯანიკაშვილი guardian.ge -სთან საუბარში.


გამგებლის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ამჟამად არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში საბავშვო ბაღების შერემონტება, მასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების შეკეთება, საცხოვრებელი კორპუსების კანალიზაციების და სახურავების,  წყალსარინების, წყალმომარაგების სისტემების აღდგენა ან თავიდან აშენება, ესაა ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც წელს სიღნაღის ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს აქცენტს.

 



დავით ჯანიკაშვილის თქმით, რეგიონში განსახორციელებელი  მსხვილი პროექტების ფარგლებში ძირითადად გზების და სანიაღვრე არხების მშენებლობა, სასმელი წყლების მიწოდების უზრუნველყოფა იგეგმება, რისთვისაც წელს 2 520 000 ლარი დაიხარჯება. მისივე ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კუთხით მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 678 780, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 370 000 ლარი.


გამგებლი ამბობს, რომ რეგიონისთვის წელს სოფლის მეურნეობის კუთხით საუკეთესო წელი უნდა იყოს.


"მარცვლეული კულტურების დიდ მოსავალს ველოდებით. ნათესები 12 500 ჰექტარზეა განთავსებული, აქედან -2 000 ქერია, დანარჩენი -ხორბალი. წლევანდელმა საგაზაფხულო ნათესებმა 7 850 ჰექტარი შეადგინა. საუკეთესო მოსავალს ელოდებიან ასევე მევენახეებიც. გამონაკლისია რამდენიმე სოფელი, სადაც სეტყვამ ზიანი მიაყენა ყურძნის მოსავალს", - აცხადებს დავით ჯანიკაშვილი და ხაზს უსვამს, რომ მათ მუნიციპალიტეტში ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფუძნებული 5 საწარმოდან, ოთხი სწორედ მარცვლეულის გადამამუშავებელია, ხოლო ერთი - საქონლის ფერმა.


გამგებლის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში წელს 3 საბავშვო ბაღი გარემონტდა - ხირსაში, ილიაწმინდასა და ბოდბეში, მეოთხე  ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია კი სოფელ საქობოში მიმდინარეობს და მალე დასრულდება. რემონტს დამატებით, კიდევ 6 საბავშვო ბაღი საჭიროებს, რისთვისაც, გამგებლის განცხადებით, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

 



"წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ,,ბოხორის“ გზის და კოლექტორის მშენებლობაა. მუნიციპალიტეტი გეოგრაფიულად ორადაა გაყოფილი, ზედა ზონის სოფლები საკმაოდ დაშორებულია ცენტრალურ საავადმყოფოსა და ქალაქ წნორს. ახლა მიმდინარეობს ამ სოფლების ქვედა ზონასთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის და სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია. ეს პროექტი 5 მილიონი ლარის ღირებულებისაა და აგვისტოში დამთავრდება," - აცხადებს დავით ჯანიკაშვილი guardian.ge -სთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ტურისტებისათვის, მუნიციპალიტეტს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. მისი თქმით, სიღნაღის კეთილმოწყობილი ინფრასტურუქტურა, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ბუნების სილამაზე განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ ტურისტებს, რომლებისთვისაც სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დასასვენებელი და სანახაობრივი ადგილია.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი