არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების გადაწყვეტილებას შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, სამართლის აღსასრულებლად, ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
„ეს აუცილებელი ნაბიჯია იმიტომ, რომ ჩვენ ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები იქნან დასჯილი. ისევე როგორც ოთხოზორიას მკვლელის შემთხვევაში, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია და არის უკვე ბრალდებული ქართული სასამართლოს მიერ. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი და ცხადია, რომ ზომას აუცილებლად გამოიყენებდა და გამოიყენა კიდეც საქართველომ", განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.