ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით სამუშაოები გრძელდება
14-09-2018, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ხონში, თამარ მეფის ქუჩის გზის რეაბილიტაცია და გაგრძელების მოასფალტება (1560 გრძივი მეტრი) და სოფლების ქუტირისა და გვაზაურის დამაკავშირებელი გზის (1000 გრძივი მეტრი) მოასფალტება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიხედვით დეკემბრის დასაწყისში დასრულდება.

 

 

ორივე ლოკაციაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. „საგზაო“ ასრულებს აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება 329,143 ლარს შეადგენს.

 

 

აღნიშნული ქუჩისა და სოფლების მაცხოვრებლებს მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროცესი გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქისა და სოფლების არაერთ ქუჩას მოიცავს.

 

 

ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი