ეკონომიკის მინისტრი: საქართველოს მიზანია, განაგრძოს IMO-ს სტანდარტებთან ინტეგრაცია
14-09-2018, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ქ. ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2018) სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა, მან აქცენტები ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მეზღვაურთა განათლებისა და მომზადების სისტემების გაუმჯობესება, პორტების ფუნქციონალობა და უსაფრთხოება, ხომალდების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის სერვისების დანერგვა და ზოგადად, კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან ჰარმონიზება.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიზანია, განაგრძოს IMO-ს სტანდარტებთან ინტეგრაცია.

 

 

„ამ კუთხით მოუთმენლად ველით ამ ორი დღის განმავლობაში წარმოებულ მრავალმხრივ დისკუსიებს და მიღწეულ შედეგებს. დღეს ჩვენ გამოვაცხადებთ საქართველოს გაწევრიანებას ორ დამატებით ქარტიაში, რომლებიც განსაზღვრავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის რეჟიმს ბუნკერის ნავთობის დაბინძურების ზარალსა და დაბინძურების/დაფარვის საწინააღმდეგო სისტემებს“, აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

 

 

მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა ორ მნიშვნელოვანი მიმართულებაზე, კერძოდ: EBRD-სთან თანამშრომლობით უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი სტანდარტების დანერგვის პრიორიტეტად ქცევა და შესაბამისი ღონისძიებების დროული განხორციელება და საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივა.

 

 

„ეს ფორუმი შესაძლებლობას გვაძლევს დავამყაროთ ახალი საქმიანი ურთიერთობები, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად და როგორ წავახალისოთ ბიზნესი და ინვესტორები, რომ ინვესტიციები განახორციელონ ამ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში, რათა მაქსიმალური სარგებელი და მოგება ნახონ საკუთარი ბიზნესისთვის და ასევე, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 

 

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს იმართება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ტარდება, მას ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. ფორუმი შავ ზღვაზე საქართველოს ლიდერ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომლის მთავარი მიზანიცაა საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400მ-დე დელეგატი მონაწილეობს. 

 

 

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი