ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან
14-09-2018, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან - ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2018-ის ფარგლებში, საქართველოს მხარემ ხელი მოაწერა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმებს გერმანიასა და ხორვატიასთან. ამ დოკუმენტების თანახმად, ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ, ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიისა და ხორვატიის, ან ამ ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.

 

 

მემორანდუმს გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალური დირექტორმა რეინჰარდ კლინგენმა. როგორც მან მედიასთან  საუბარში აღნიშნა, ეს საქმიანობა თავისთავად მოიცავს სხვა დარგებსაც, მათ შორის - წვრთნა, სწავლება, მომზადება და ა.შ. 

 

 

„ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის სწავლებასა და მომზადებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი სამომავლოდ მოიტანს იმ შედეგებს, რომ საქართველო თავისი პირადი შემადგენლობით, მეზღვაურებით და საზღვაო სფეროში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო სტანდარტებზე და ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, აღნიშნა გერმანიის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა. 

 

 

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი