გენადი არველაძე: ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობის გზები საქართველო-ჩეხეთის მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განვიხილეთ
14-09-2018, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-ჩეხეთის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ.

 

 

„ეს არის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ინვესტიციები - შეიძლება ვთქვათ, რომ მოვიცავთ ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს და განვიხილავთ იმ თანამშრომლობის გზებს, რომლებიც შეიძლება განვავითაროთ ჩეხურ მხარესთან“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გენადი არველაძემ.

 

 

მისივე თქმით,  ასევე მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში და ამ კუთხითაც განიხილება  სხვადასხვა შესაძლებლობები. გენადი არველაძის განცხადებით, ჩეხეთი, 2018 წლის მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ.

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები მყარ საფუძველს ქმნის ხარისხობრივად ახალ დონეზე განვითარდეს ეკონომიკური კავშირები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი