ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძე განაცხადა, რომ „ეს ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის განვითარდეს თანამშრომლობა და ამას უკვე რეალური შედეგები აქვს“, - მიქაბაძემ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის მნიშვნელობა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები შეაფასა.
„მოგეხსნებათ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „საქსტატის“ მიერ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენს მეოთხე ინვესტორს საქართველოში და გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ბიზნესპარტნიორობა მნიშვნელოვნად იზრდება. ასეთი ფორუმები იძლევა შესაძლებლობას, რომ ინვესტორები თავად გაეცნონ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გაეცნონ იმ მოცემულობას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება უცხოური ინვესტიციებისთვის მსოფლიო მასშტაბით. ფორუმი არის პლატფორმა, რომელიც იძლევა მნიშვნელოვან გარანტიებს ბიზნესების შეხვედრების წარმატებით დასრულებისთვის“, აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ბორივოჟ მინარმა გახსნეს.
ფორუმში ჩეხური მხრიდან 21 კომპანია მონაწილეობდა შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. მათ შორის იყვნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC და ა.შ.
2018 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის 35% -ით გაიზარდა და 55.82 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტი 9% -ით გაიზარდა და 5.97 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 39% -ით გაიზარდა და 49.85 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.