ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც გულორდავამ თქვა, რუსეთში მყოფი ბიზნესმენისგან არანაირი თანხა არ მიუღია.
ყოფილი ვიცე-მერი ამბობს, რომ ბიზნესმენს იცნობს, თუმცა ბრალდებებს არ აღიარებს და თანხის აღების ფაქტს უარყოფს. მისივე მტკიცებით, ზურაბ კვირკვიას სურდა იმ მეთოდებით მოეგვარებინა საქმე, როგორც რუსეთში აგვარებს, თუმცა ეს არ გამოუვიდა.
„ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა, რათა გამოძიებას ხელი არ შეშლოდა. ასევე, ოპოზიციური პარტიებიდან არ ყოფილიყო აპელირება იმაზე, თითქოს ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ზეწოლას ვახორციელებ და ა.შ. ვაპირებ სუს-ს ის ინფორმაცია მივაწოდო, რაც რეალურია. გამოძიებასთან ვითანამშრომლებ. ზურაბ კვირკვიას ვიცნობ, მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა, რამდენჯერმე შევხვდი კიდეც. ბოლოს დაახლოებით სამი თვის წინ შევხვდი. კვირკვიას გარკვეული ტერიტორიები უნდოდა ზუგდიდში. მე ვუთხარი, რომ ეს არაკანონიერი იყო და არ გამოვიდოდა. ქრთამი არ შემოუთავაზებია. მას უნდოდა ტერიტორია პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა. ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, სადაც მიიღებდა მონაწილეობას და თუ გაიმარჯვებდა, ტერიტორია მისი გახდებოდა. თუ უარი ვუთხარი მოთხოვნაზე, რაში უნდა მოეცა თანხა, მითხარით. თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს მოგიხდით ყველას და წავალ ციხეში“, განაცხადა გია გულორდავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.