„ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში იყოს დაცული მედიაპლურალიზმი", აცხადებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.
მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია „იბერიას" საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და წარმატება მედიაპლურალიზმია.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველოში ჩვენ მოვიტანეთ მედიაპლურალიზმი და ბუნებრივია, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წარმატება. რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნეს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. მე მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ ვისაუბრე და ეს არ არის ნამდვილად ლამაზი, როდესაც აქციონერი ცდილობს, ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩვენ ვართ, ყველა ქართველი მეწარმის ქვერდიში, ვინც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის", თქვა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.