საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების ხელფასი 2022 წლისთვის სამჯერ გაიზრდება.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნულის თაობაზე იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის პრეზენტაციის დროს ისაუბრა.
„გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე, 2018-19 წლების სასწავლო წლების განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს, დაახლოებით, 10 ათასამდე მასწავლებელი. ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის ხელფასი გაიზარდოს სამჯერ. ძლიერ, თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მეთოდით, სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია,“ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.