გრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლება დღეს დაკავებულია ბიზნესისთვის თანხის გამოძალვით და კანაფით ახალი ბიზნესის წამოწყებით
14-09-2018, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფელ დვანში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

 

 

ვაშაძის განცხადებით, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ხოლო ხელისუფლება დაკავებულია ბიზნესისთვის თანხის გამოძალვით და კანაფის ბიზნესის მონოპოლიის შექმნით.

 

 

„რითი არის ხელისუფლება დაკავებული, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ე.წ. პოლიტიკური პარტიის სახე, რომლებიც რეკეტიორებადარიან გადაქცეულები, სპორტის ყოფილი მინისტრი და აწ. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბიზნესმენს სძალავს 2 მილიონ ლარს იმისთვის, რომ საქმეები მოუგვაროს, ვითომ, ანდა კიდევ სთხოვს ტელევიზიას იმისთვის, რომ ეს საქმე დაუხურონ. მეორე მხრივ, ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში ყველაფრის ჩანაცვლებას აპირებს კანაფით იმისთვის, რომ კანაფით ახალი ბიზნესი წამოიწყოს, ახალი მონოპოლია შექმნას“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   თამაზ
      
ბიზნესისათვის თანხების გამოძალვა თქვენ მიშას დროს უნდა გენახათ... თან აწამებდნენ კიდეც, გაიხსენეთ მოლაშვილი და ბევრი კიდევ სხვაც...

...მაგრამ თქვენ ისეთი ნაძირალები ხართ, რომ თქვენგან აღარაფერი მიკვირს... "ჩემი შენ გითხარიო..."
15 სექტემბერი 2018 02:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი