საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები „თბილისის ფოტო ფესტივალის“ გახსნას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მასშტაბური მულტიმედიური პროექტი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს ასახავს. საგამოფენო სივრცეში გაიმართა ცნობილი ფრანგი არტისტის კრისტიან ბარანის მიერ საოკუპაციო ზოლთან გადაღებული დოკუმენტური ფილმის მრავალეკრანიანი ინსტალაცია, ასევე გამოიფინა მსოფლიოს იმ 10 წამყვანი ფოტოგრაფის დოკუმენტური ნამუშევრები, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა შექმნეს. ღონისძიების სტუმრები, უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრებთან ერთად, ოკუპაციის თემაზე ქართველი ავტორების ნამუშევრებსაც გაეცნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.