გიგი წერეთელი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
14-09-2018, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი ერევანში სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს ძირითადი პრიორიტეტები, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველო-სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს.

 

 

გიგი წერეთელი სომხეთში მიმდინარე საარჩევნო რეფორმის განხორციელების მიმდინარეობას მიესალმა და საარჩევნო სისტემის ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

„წლის დასაწყისში ხელისუფლებაში დრამატული ცვლილების შემდეგ, სომხეთის პოლიტიკური სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. მოხარული ვარ, რომ დაგეგმილი რეფორმების განხორციელებისთვის, პოლიტიკური ძალები კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამენ, ფართო კონსენსუსი კი, ორმაგად მნიშვნელოვანია. აშკარაა, რომ ამ პროცესის პასუხისმგებლობა სომხეთის ხალხისა და ხელისუფლების ხელშია. ეუთო და საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ პროცესების შედეგს“, განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი პარლამენტის თავმჯდომარეს, აბა ბაბლოიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოჰრაბ მნაწაკანიანს, საპარლამენტო ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

 

 

ოფიციალურ შეხვედრებზე საუბრის მთავარ თემებს ისეთი საკითხები წარმოადგენდა, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, საარჩევნო და ანტიკორუფციული კანონმდებლობა, რეგიონული თანამშრომლობა და ეუთოს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში სომხეთის ჩართულობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი