სომხეთის მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დემონსტრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს.
როგორც "დოჟდი" იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრაამიანმა განაცხადა, რომ მთავრობა არ შეცვლის ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა დაბალშემოსავლიან ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის. პრემიერის თქმით, ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. მათ შორის ეროვნული ვალუტის თითქმის 20%-ით გაუფასურება სახელდება.
სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ თითოეული ოჯახისთვის ელექტროენერგიის საფასური თვეში საშუალოდ 1 400 დრამით გაიზრდება, რაც დაახლოებით სამ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს.
ტარიფის გაძვირებას სომხეთის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს. ერევანში ორი დღის წინათ საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, 237 მომიტინგე დააკავეს. შეტაკებების დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ერევნის ცენტრალურ მოედანს არ ტოვებს. დემონსტრაციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.