რომან გოცირიძე: ქვეყანაში, რომელიც 95%-ით ამარაგებდა საბჭოთა კავშირს ჩაის პროდუქციით, ვქმნით მარიხუანას სამინისტროს
14-09-2018, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ძალიან სასაცილო - კომიკურ სახეს იძენს ქვეყანაში, რომელიც 95%-ით ამარაგებდა საბჭოთა კავშირს ჩაის პროდუქციით და სადაც არის ციტრუსების და ხილის წარმოების „მექა“, ვქმნით მარიხუანას სამინისტროს,“ აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

 

 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საქართველო, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტს დაიწყებს, სახელს დაიმკვიდრებს, როგორც ნარკოტიკების ექსპორტიორი სახელმწიფო.

 

 

„ჩაის პლანტაციები განადგურებულია, სოფლის მეურნეობა დეგრადირებულია, მივდივართ უკან და უკან და ვიღაცას თავში მოუვიდა თავხედური აზრი, რომ დასცინოს ხალხს. საქართველო გახდება მსოფლიოს რუკაზე ნარკოტიკების ექსპორტიორი სახელმწიფო და ამით დავიმკვიდრებთ სახელს. თუ ვიღაცას ჰქვია „ბანანის რესპუბლიკა“, ჩვენ დაგვერქმევა სახელად „კანაფის რესპუბლიკა", განაცხადა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი