„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში იმყოფებოდა.
ნათელაშვილი ერთ-ერთი ადგილობრივის ვენახში მივიდა, ყურძენზე ფასების დაცემა გააპროტესტა და თქვა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, სახელმწიფო ყურძენს საბაზრო ფასად ჩაიბარებს.
„აი, მეგობრებო ვიმყოფებით ახლა კახეთში, სადაც უნდა მიდიოდეს ახლა რთველი, მაგრამ მოსავალი სეტყვამ გაანადგურა. კომპენსაცია გლეხებზე არ გაიცა და ახლა კიდევ დააგდეს ფასი ბოლომდე იმისთვის, რომ ამ ვენახების ადგილას, მერე ივანიშვილმა დათესოს მარიხუანას პლანტაციები და მილიარდებს კიდევ მილიარდები დაამატოს. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველო დაიბრუნებს მსოფლიო მევენახეობის ცენტრის სტატუსს და ყურძენი მიღებული იქნება სახელმწიფოს მიერ საბაზრო ფასებით", განაცხადა ნათელაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.