გრიგოლ ვაშაძე ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე: ეს არის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, რომლის ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღებაა
14-09-2018, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ გრიგოლ ვაშაძე, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე ახალი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება. 

 

 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება „კორუმპირებულია“ და მიზანს მეტი მოგების ნახვა წარმოადგენს. ვაშაძე ასევე ამბობს, რომ ხელისუფლებას თავისუფალი მედიის გაქრობა სურს.

 

 

„ეს არის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, რომლის ერთადერთი მიზანი, მიზეზი და არსებობის საფუძველი არის, რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ საქართველოს გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან, ჩაიდოს თავის ჯიბეში და ჩალაგებული ჩემოდნებით დაელოდონ, როდის მოუწევთ ამ ქვეყნიდან გაქცევა. არანაირმა იდეოლოგიურმა, პოლიტიკურმა, პიროვნულმა განსხვავებებმა, კამათმა და დავამ ყველას ჩვენ არ უნდა შეგვიშალოს ხელი ამ ტელევიზიის გარშემო დავდგეთ, რადგან თუ  საშუალებას მივცემთ თავისუფალი სიტყვა მოვსპოთ ამ ქვეყანაში, ჟურნალისტებს ალიკაპი გაუკეთონ და მოსწყვიტონ თავისუფალ ეთერს მაშინ ოპოზიციის კი არა, მოქალაქის ჩურჩულს ვერ გაიგებენ, ვერც საქართველოში და ვერც ფარგლებს გარეთ“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი