პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩლიკაშვილმა, რომელიც გორში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სპეცოპერაციის დროს მისი შვილისთვის ნასროლ ტყვიასა და იარაღზე ისაუბრა. მაჩლიკაშვილის თქმით, იარაღი რომელიც მისი შვილის წინაამდეგ გამოიყენეს ნადირზეც აკრძალულია და ეს იარაღი ექსპერტიზაზე შეცვალეს.
„რომელი იარაღიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, სანამ ექსპერტიზას ხელში ჩაუვარდებოდა, ის იარაღი იქნა გამოცვლილი, რომელიც მასრას უკან ისვრის. ტყვია, რომელიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, ნადირზეც კი აკრძალულია, სახეთქი.
იმის გამო მკვდარ თემირლანს თავზე გაუკეთეს ოპერაცია, რომ შიგნიდან სახეთქი ტყვიის მასრები ამოეღოთ იცით, ჩვენი ტრადიციით, გაკვეთა არ არის მიღებული, მაგრამ მაინც წავედი ამაზე, ჩემს პრინციპებს ვუღალატე, რომ დამტკიცებულიყო, მასთან იყო თუ არა სახეთქი ტყვია. დიახ, ექსპერტმა სახეთქი ტყვიის ნაწილები ამოიღო. მერე მე მეუბნებიან, ვიღაც პოლიტიკური პარტია გმართავსო. მე მმართავს ჩემი თავი და ჩემი გული. სისხლიანი სახელმწიფო ყველაფერზე აგებს პასუხს. თვით სახელმწიფო არის დამნაშავე, ტერორი, ყაჩაღი“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.