თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია ჩამოვიდა. ჟურნალისტების შეკითხვებს მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან, სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებთან, მის დაკითხვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გოგიამ მხოლოდ ერთი პასუხი გასცა: „ორშაბათს გეტყვით ყველაფერს“.
ზუგდიდის ყოფილი მერი აცხადებს, რომ პრაღაში 11 სექტემბერს წავიდა.
ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამავე უწყებაში, იმავე თემასთან დაკავშირებით ყოფილი მერიც არის დაბარებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.