ვახტანგ გომელაური: "სუპერ პუმები" გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან არანაირი სამაშველო აღჭურვილობა არ გააჩნია
25-06-2015, 07:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სუპერ პუმები" სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული იქედან გამომდინარე, რომ ეს "პუმები" იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაჟურნალისტებს განუცხადა.


"სუპერ პუმებზე" მიდის მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან. ეს არ არის იაფფასიანი ნივთი, რომ ერთ დღეში გაკეთდეს, რა თქმა უნდა, პროცედურები სჭირდება. მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იგივე იმ განცხადებებს ამა თუ იმ მოქალაქის, გვარსა და სახელს არ დავასახელებ, თუ რატომ არ იყო გამოყენებული "სუპერ პუმები" სამაშველო ოპერაციაში. პირველ რიგში, სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული "სუპერ პუმები" იქიდან გამომდინარე, რომ ეს "პუმები" იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო. იმას არანაირი აღჭურვილობა არ აქვს, რომ გამოყენებული ყოფილიყო სამაშველოდ. ეს იყო ერთ-ერთი პიროვნების გადასაადგილებლად, ასე ვთქვათ, პირველი პირის, მაშინდელი პრეზიდენტის, სავარაუდოდ. იქ არის მოწყობილი სავარძლები და უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი ანუ კომფორტია ძალიან მაღალი. ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ ვერანაირად სამაშველო სამსახურისთვის, რომც ყოფილიყო გამართული. შემდგომში ის აუცილებლად უნდა აღიჭურვოს - ათასი მიმართულებაა, ვთქვათ, სამაშველოსი, არის იქ ე.წ. "ლიბიოდკები" - ამოსაყვანი ადამიანის, იქ ასევე პროჟექტორებია დასაყენებელი, რომელიც ღამე შეიძლება გამოიყენო მისი ფუნქციები. ვერტმფრენებს საერთოდ უჭირს, იშვიათია, რომ არის სპეცაღჭურვილობით, რომ ღამე იფრინოს. იქიდან გამომდინარე, ისიც არის, ქალაქში ძალიან რთულია, სადაც არის ელექტროსადენები, ასევე ხეები და ა.შ. რთულია ძალიან, დაბლა ვერ დაეშვება", -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი