მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაში ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოხალისეებიც ჩაერთვნენ.
აქციის მონაწილეებმა ვანის მუნიციპალიტეტის მთელს ტერირორიაზე არსებული დაბინძურებული გზის და მდინარის ნაპირები დაასუფთავეს.
15 სექტემბერს, მთელ მსოფლიოში დასუფთავების მასშტაბური აქციები ტარდება. კამპანიას - „Let’s Do It! World! - მოდი გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის!“ საფუძველი ჩაეყარა 2008 წელს და მისი ინიციატორი ესტონეთია, რომელმაც დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად ათასობით მოხალისე გააერთიანა.
ამ დროისთვის აღნიშნულ ინიციატივაში ჩართულია მსოფლიოს 150 ქვეყნის მოსახლეობა და მათ შორის, საქართველოც.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.