გუშინ ღამით youtube-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის და უკრაინაში ამერიკის ელჩის, ჯეფრი პაიეტის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა.
დიპლომატები უკრაინის მთავრობის შესაძლო დაკომპლექტებაზე, ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე, მისი მოგვარების გზებზე და ამ პროცესში ევროკავშირის როლზე საუბრობენ. ვიქტორია ნულანდი ევროკავშირის ქმედებებს კრიტიკულად აფასებს და მას უცენზურო სიტყვებითაც (Fუცკ ტჰე EU) მოიხსენიებს.
დღესვე დილით ვიქტორია ნულანდმა ევროპულ მხარეს ოფიციალურად მოუდიშა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ამასთანავე, მან არც უარყო და არც დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა.
მოგვიანებით განცხადება თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეინ ქარნიმაც გააკეთა. მისი თქმით, იგი არ აპირებს კერძო დიპლომატიურ დისკუსიებზე კომენტარის გაკეთებას, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს საუბარი უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას გულისხმობს.
ამერიკელები ვიდეოს გავრცელებაში რუსულ მხარეს ადანაშაულებენ - პირველად იგი რუსეთის ვიცე-პრემიერს დამხმარის, დიმიტრი ლოსკუტოვის ტვიტერზე გამოჩნდა. თავად ლოსკუტოვმა კი განაცხადა, რომ ამ ჩანაწერს ინტერნეტში შემთხვევით გადააწყდა...
ვიდეოს სათაურით "Марионетки Майдана" თან ახლავს რუსული სუბტიტრები. შესაბამისად, მისი ავტორის ეროვნება რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.
საინტერესოა ისიც, რომ ვიქტორია ნულანდი ამჟამად კიევში იმყოფება. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინული ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მათი მთავრობა რუსულ სპეცსამსახურებთან აქტიურად თანამშრომლობს. შეგახსენებთ, მედიასაშუალებების მტკიცებით, ევრომაიდანის აქტივისტების მოტაცებასა და წამებაში რუსული დაზვერვის წევრები მონაწილეობენ...
ამრიგად, ამერიკელი დიპლომატები საკუთარი გამოცდილებიდან დარწმუნდნენ, რომ გამოთქმა "KGB is still watching you" კვლავინდებურად აქტუალურია. რუსეთმა კი ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა - მოწინააღმდეგეებს სუვერენული უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა დასწამა და მათ შორის განხეთქილების ვაშლი შემოაგდო.
ალექსანდრე გვინდაძე
http://press.mediamall.ge/?id=9688
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.