„უეროვნებო უმცირესობა ჩვენს ქვეყანაში არის ოლიგარქიული ხელისუფლება და რეჟიმი, რომელსაც უნდა, საკუთარი სამოთხე მოაწყოს ჩვენს ხარჯზე", აღნიშნული განცხადება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლება ეროვნულ უმცირესობებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
„ახლა აპირებენ ნარკოტიკების ფართოდ მოყვანა-გავრცელებას და ამით ყველა მოიწამლება, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი, მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა ისევე, როგორც პენსიების არქონით, პრაქტიკულად, სოციალური დახმარებების არარსებობით, ამ საარჩევნო პოლიტიკური ტყუილებით ყველა ვიწამლებით, ყველა ერთად ვიღუპებით და ვიქცევით,“ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.