ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობანში წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავრის (საკვირველმოქმედის) სახელზე აგებული ეკლესია ეკურთხა. ტაძრის კურთხევის საზეიმო ლოცვები ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა აღავლინა.
ზენობანში, წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავრის (საკვირველმოქმედის) სახელობის ტაძარი, ქველმოქმედ დემურ ბაღდავაძის ინიციატივით და მხარდაჭერით აიგო.
კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის კურთხევას ვანში დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, ყოვლადუსამღვდელოესი არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ტაძრის აღმშენებელნი, მართლმადიდებელი მრევლი და ვანის ოლქის სამღვდელო დასის წევრები დაესწრნენ.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.