ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს კლინიკის დატოვების შემდეგ განუცხდა, ის, სავარაუდოდ შიმშილობას შეწყვეტს. მისივე თქმით, რაც შეეხება აქციებს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
„სავარაუდოდ, შევწყვეტ შიმშილობას. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მედგრად ვებრძოლო ამ ნაძირლებს. აქციები გრძელდება, ვიდრე ეს მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება ჩვენს ქვეყანას", განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელიც შეუძლოდ დღეს, რამდენიმედღიანი შიმშილობის შემდეგ, პარლამენტის შენობასთან გახდა.
ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კი, იგი კლინიკაში გადაიყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.